ფუტკრის პროდუქცია

თაფლი უნიკალური პროდუქტია, ბუნების უძვირფასესი საჩუქარი და სასარგებლო ნივთიერებების ნამდვილი განძი. ის მდიდარია ამინომჟავებით, ფერმენტებით, ვიტამინებით, მინერალებით, ნახშირწყლებით, ცილებითა და ლიპიდებით. უხსოვარი დროიდან მას ჯანმრთელობის ელექსირად მიიჩნევდნენ. ადამიანის ორგანიზმისთვის თაფლი ენერგიის უშრეტი წყაროა.

პროპოლისის სამკურნალო თვისებები ჯერ კიდევ უძველესი დროიდან არის ცნობილი. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ანტივირუსული, ანტიმიკოზური, ტკივილგამაყუჩებელი, ონკოპროტექტორული, აღმდგენი, იმუნომოდულატორული თვისებები. ანტიოქსიდანტური აქტიურობისა და ბიოფლავონოიდების შემცველობით ლიდერია საკვებ პროდუქტებში.

ყვავილის მტვერი (ფუტკრის ფეხგუნდა) ბუნებრივად დაბალანსებული ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსია. 250-ზე მეტი დასახელების ნივთიერებას შეიცავს: ამინომჟავებს, ცილებს, ლიპიდებს, ფერმენტებს, უმნიშვნელოვანეს მიკროელემენტებს (კალიუმს, რკინას, სელენს, მაგნიუმს, თუთიას) და ვიტამინებს (B ვიტამინების სრულ ჯგუფს, A,C,E ვიტამინებს).

ჭეო ანუ ფუტკრის პური, ამინომჟავებითა და ვიტამინებით გაჯერებული პროდუქტია. აგრეთვე, შეიცავს ლიპიდებს, ამინომჟავების სრულ ნაკრებს, მინერალურ ნივთიერებებს, ვიტამინებსა და მიკროელემენტებს. დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, აუმჯობესებს ენდოკრინული და საჭმლის მომნელებელი სისტემების მუშაობას. აქვს ანაბოლიკური მოქმედება

სადედე ფუტკრის რძეს თავისი შემადგენლობიდან გამომდინარე სამეფო ჟელეს უწოდებენ. ფუტკრის რძეს ახასიათებს ანტიმუტაციური, ანტირადიაციული ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ასტიმულირებს ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას, ამაღლებს სასიცოცხლო ტონუსს. დადებითად მოქმედებს რეპროდუქციულ სისტემაზე, აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას.

ფუტკრის შხამი დედა და მუშა ფუტკრების სპეციალური ჯირკვლებით გამოიყოფა. ეს არის გამჭირვალე, ბლანტი სითხე, მწარე გემოთი და მძაფრი თაფლის მსგავსი სუნით. ფუტკრის შხამს აქვს მძლავრი ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს ნერვულ ქსოვილზე, აუმჯობესებს ნერვული უჯრედების გამტარობას.

ცვილი მრავალკომპონენტიანი პროდუქტია, 300-ზე მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. ფუტკრის ცვილს აქვს ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო და გამწმენდი მოქმედება. ცვილი ტექნოლოგიური დამუშავებისთვის ყველაზე ტრადიციული და მოთხოვნადი პროდუქტია. ხანგრძლივად უნარჩუნებს ფუტკრის პროდუქტებს სასარგებლო თვისებებს.

მამალი ფუტკრების ჰომოგენატი სუფთა ცილოვანი პროდუქტია, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის აღდგენასა და გაახალგაზრდავებას. ფუტკრების ჰომოგენატი მდიდარია ვიტამინებით, ამინომჟავებით, ლიპიდური მჟავებითა და ფიტოსტერინებით. ზრდის ორგანიზმის ამტანობას. ამაღლებს ნებისმიერი სახის შრომისუნარიანობასა და აქტიურობას, მათ შორის სექსუალურსაც

ცვილის ჩრჩილი, პატარა, შეუმჩნეველი, ნაცრისფერი ფარვანაა, რომლის სიცოცხლე ფუტკრის ოჯახზეა დამოკიდებული. მისი ჭუპრები იკვებებიან ცვილით და შეუძლიათ მოინელონ ეს ქიმიურად ინერტული ნივთიერება. ჩრჩილის ფერმენტები ლიპაზა და ცერაზა შლიან ცვილს, შესაბამისად შეუძლიათ დაშალონ მიკრობების ცვილესბრი კაფსულები, სისხლძარღვებზე დალექილი ქოლესტერინი.

აპიზანი დაბალმოლეკულური ქიტოზანია, რომელიც ფუტკრის ქიტინისგანაა მიღებული. ქიტოზანს მრავალფეროვანი თვისებები ახასიათებს, ხოლო წრფივი სტრუქტურის წყალობით ბიოლოგიურად მისაწვდომია ნებისმიერი უჯრედისთვის. აპიზანი ადსორბენტი და გამწმენდია, ორგანიზმიდან გამოდენის ჭარბ ქოლესტერინს, საუკეთესოა წონის კორექციისთვის.

We use cookies
Cookie preferences
Below you may find information about the purposes for which we and our partners use cookies and process data. You can exercise your preferences for processing, and/or see details on our partners' websites.
Analytical cookies Disable all
Functional cookies
Other cookies
ღილაკის დაჭერით ვეთანხმები შეთანხმების პირობებს. Learn more about our cookie policy.
Change preferences Accept all
Cookies